საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პერიოდული ჟურნალი ,,ადვოკატი" საშუალებას აძლევს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე მეცნიერებს და პრაქტიკოს იურისტებს ჟურნალში განათავსონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომი ან პუბლიკაცია სამართლის აქტუალურ თემებზე.
გამოგზავნილი სტატიები განიხილება სარედაქციო კოლეგიის მიერ და კოლეგიის წევრთა უმრავლესობის მოწონების შემთხვევაში გამოქვეყნდება ჟურნალ ,,ადვოკატის" მომდევნო ნომერში, რომელიც გამოვა 2016 წლის მაისში.
სტატიის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2016 წლის 20 თებერვლამდე..
სტატიები არ რეცენზირდება და ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.
გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაუკავშირდით ქალბატონ ეკა ხიმშიაშვილს.
ელ ფოსტა: pr@gba.ge
ტელ: 2 18 34 86 / 597 70 55 55
სამეცნიეროსტატიაუნდააკმაყოფილებდესმოთხოვნებს:
1. სტატია უნდა შედგებოდეს შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილისაგან.
2.სტატია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთ ეგზემპლარად ქართულენაზე. სტატიას უნდა დაერთოს მისი კომპიუტერულივერსია.
3. სტატია უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen. სტატიი სძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12. სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 10.
4. გვერდების რაოდენობა 5-15 გვერდი.
5. სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს.
6. წყაროები უნდა იყოს ციტირებული შემდეგნაირად:
ა) წიგნი: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი.
ბ) საჟურნალო სტატია: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი.
წიგნზე, ჟურნალსა და სტატიაზე მითითება ხდება დედაენის ენაზე. უცხოენოვანი წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.